მკველელობა ხორავას ქუჩაზე

სარალიძე: მკვლელი ვერ დგინდებაო, ამოვთხრი ჩემს შვილს, დაადგინონ მკვდარია თუ არა

ამ ცხრა თვის განმავლობაში ერთი და იგივე მესმოდა, ფაქტობრივად, მთელი ხელისუფლებისგან, რომ მკვლელი ვერ დგინდება. რას ქვია ვერ დგინდება. მე როგორც ვხედავ, ხელისუფლებას რაღაცაში ეჭვი ეპარება. პირდაპირ ვთავაზობ ხელისუფლებას, წამოვიდეს ჩემთან ერთად, ამოვთხრი ჩემს შვილს, ნახონ და იქნებ დაადგინონ, მკვდარია თუ არა

ზაზა სარალიძემ, გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მოსახლეობასთან შეხვედრაზე სიტყვა წარმოთქვა

კომენტარები