საპრეზიდენტო არჩევნები

ძიძიგური: ზურაბიშვილს პარლამენტში მნიშვნელოვანი, პატრიოტული საქმე აქვს გაკეთებული

ქალბატონ სალომეს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი და პატრიოტული, კარგი საქმე აქვს გაკეთებული. ეს არის ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივების საკითხი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მილიონზე მეტი მოქალაქე ჰყავს ემიგრაციაში საქართველოდან. ჩვენ, კარგად გვახსოვს რა პროცესები წარიმართა ქვეყანაში 1992 წლის შემდეგ და ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანაქალაქელი, თანასოფლელი უცხოეთშია წასული და დღესაც ტირის, ისე უნდა საქართველოში დაბრუნება. ის, რომ ორმაგი მოქალაქეობის მიღება გამარტივებულიყო, ეს ინიციატივა ქალბატონ სალომეს ეკუთვნის, მან შემოიტანა და ჩვენ ასეთი ტიპის ფორმულირება მივიღეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქალბატონმა სალომემ, როგორც დიდი ემიგრაციის, ყველაზე ძველი ემიგრაციის წარმომადგენელმა საქართველოს პირველი მთავრობიდან, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მარტვილში სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრას დაესწრო.

კომენტარები