ომეგა ჯგუფის საქმე

ნათელაშვილი: ეს არის ბიძინას რეჟიმის დასასრული, მისი ფინალი

ის, რაც წუხელ საზოგადოებამ მოისმინა რუსთავი 2-ით, ნიშნავს ბიძინას რეჟიმის დასასრულს, ეს არის ფინალი, თუმცა ვიმეორებ - ამის თაობაზე ჩვენ ბევრი წლის წინ მოვახსენებდით საზოგადოებას. დღეს უპრეცენდენტო ფაქტი უკვე უშუალოდ ნახა ხალხმა, ქვეყნის დეფაქტო მეთაური, სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერი, როგორ სძალავს პირადად მილიონებს კონკრეტულ ბიზნესმენს. მაგრამ რაც არ ნახა და რაც მას ჩადენილი აქვს, ამის თაობაზე წინ გველოდება ძალიან საინტერესო გამოძიება.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე.

კომენტარები