ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ყიფიანს ქართულ ოცნებასთან კავშირი არ აქვს, მასთან საუბარი ჩვენი ინტერესი არ არის

ლევან ყიფიანს არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ ოცნებასთან. შესაბამისად, ჩვენი ინტერესი არ არის მასთან საუბარი. ფარცხალაძე ახსენეს ადამიანებმა, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ქართულ ოცნებასთან ეს არის ოქუაშვილის მეირ დადგმული სპექტაკლი, რომელშიც ხელი შეუწყო ნაცმოძრაობამ. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმაურება ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს და რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და დაემუქრა. ეს კი, ოქუაშვილის თქმით, "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

კომენტარები