ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ოქუაშვილმა ბიზნესი "ოცნების" დახმარებით დაიბრუნა, ახლა ჩრდილის მოყენებას ცდილობს

ჩვენ დღეს პასუხი გავეცით ყველა შეკითხვას. მუდმივად გვესმის აბსოლუტურად გაუგებარი ჩანაწერები, ბატონი ოქუაშვილის მხრიდან გავრცელებული. როგორც ჩანს, ის ყველაფერს იწერდა. მას ჰგონია შეხვედრა, როგორც მან თქვა, ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა იქ როგორც ჩანს, ჩაწერა არ განუხორციელებია. უამრავი კითხვის ნიშანია. ჩვენ ვთქვით ყველაფერი ამ საქმესთან დაკავშირებით. ზაზა ოქუაშვილი არის ზუსტად ის ადამიანი, რომელმაც "ქართული ოცნების" დახმარებით მოახერხა საკუთარი ბიზნესის და ტელევიზიის დაბრუნება. ეს გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" სრულიად უანგაროდ, ჩვენ არ ვგავართ სხვა ხელისუფლებებს. დღეს ეს ადამიანი, არ ვიცი ამას რა უნდა დაერქვას, აკეთებს ასეთ რამეს, სპეკულირებით, აბსოლუტურად ფალსიფიცირებული, გაუგებარი ჩანაწერების გავრცელებით ცდილობს რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ხელისუფლებას.

ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია თამამად გავიმეოროთ, რომ არ არსებობს არც ერთი ფაქტი ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის და შესაბამისად, ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იქნება ამ კუთხით წარმოდგენილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმაურება ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს და რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს, რომლებიც სავარაუდო კორუფციაზე მიუთიითებს. გარდა ამისა, ახალი ჩანაწერის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და დაემუქრა. ეს კი, ოქუაშვილის თქმით, "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

კომენტარები