ომეგა ჯგუფის საქმე

ვაშაძე: საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი, ბიძინა ივანიშვილი მის დაჯგუფებასთან ერთად

ხელისუფლების ცვლილებიდან 6 წლის თავზე ჩვენ დავდექით უკიდურესად მძიმე სურათის წინაშე. მძიმე სურათის წინაშე სადაც ერთადერთი საფიქრალი გვაქვს რომ საქართველო გადასარჩენია. ქვეყანა გადასარჩენია. ჩვენ დღეს, გუშინ, ამ დღეებში დავინახეთ, რომ ქვეყანას მართავს მაფიოზურ ქურდულ ოლიგარქიული კლანი. ადამიანების კასტა, რომელსაც არაფერში არ აინტერესებს სახელმწიფო, არ აინტერესებს მისი ინტერესები და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე ბიზნესთან და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე თავისუფალ ადამიანებთან. ეს არის უკიდურესად მძიმე სურათი. ამ მაფიოზური ჯგუფის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი, რომლეიც თურმე პირადად აწყობს გარჩევებს, თურმე პირადად არის დაკავებული ამ ყველაფრით, ისევე როგორც მის მენტალობაში, მის სამყაროში კანონიერი ქურდები იქცევიან. საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი ბიძინა ივანიშვილი მის დაჯგუფებასთან ერთად. ქვეყანაში აღარ გვაქვს ინსტიტუციები, აღარ არსებობს არაფერი და წარმოიდგინეთ ვართ იმ რეალობის წინაშე. რომ მოვითხოვოთ ამ საქმეების გამოძიება, ვის უნდა მოვთხოვოთ? რომელ პროკურატურას უნდა მოვთხოვოთ, რომელ სამართალდამცავ უწყებებს უნდა მოვთხოვოთ, რომელ შს მინისტრს უნდა მოვთხოვოთ, რომელიც თურმე პირადად იღებს ამ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას. გადასარჩენია ქვეყანა და ყველა უნდა გავერთიანდეთ. 

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ თქვა. ვაშაძე ეხმაურება ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს და რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს, რომლებიც სავარაუდო კორუფციაზე მიუთიითებს. გარდა ამისა, ახალი ჩანაწერის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და დაემუქრა. ეს კი, ოქუაშვილის თქმით, "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

კომენტარები