სალომე ზურაბიშვილი

ივანიშვილი წინა ხელისუფლებაზე: ეს მოღალატეები ცდილობენ მოღალატედ მონათლონ ქალბატონი სალომე

ყველაზე დიდი დანაშაული, დამეთანხმებით ალბათ, რაც ენმ-მ ჩაიდინა მათი მმართველობის პერიოდში და დანაშაულებები ჰქონდა ძალიან ბევრი, იყო მაინც 2008 წლის ომში მათი პოზიცია და მითუმეტეს არ დაიკარგებოდა ტერიტორიების 20 პროცენტი. გახსოვთ როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ უპატრონოდ ტყეში დატოვეს ცოცხალი ჯარი. სწორედ ეს თემა აქვთ დღეს ყველაზე მეტად წინა პლანზე წამოწეული. ყველაზე დიდი თავისი დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს, ცდილობენ დღეს ჩვენ მოგვაბრალონ და მიაბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ძალიან ბევრი თავისი მოღვაწეობის პროცესში იზრუნა იმისთვის, რომ რუსულ ჯარს ჭეშმარიტად დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიები, მე მახსოვს და თქვენც კარგად გახსოვთ ალბათ, როგორი პრინციპულობით გამოირჩეოდა სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს როგორ თანმიმდევრულად და როგორ ოსტატურად მოახერხა მან და ის იყო ძირითადი მასში, რომ ჩვენ რუსულ ჯარებს ტერიტორიები დავატოვებინეთ. ამის შემდეგ სააკაშვილი შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული. აღმაშფოთებელია ის, რომ ეს ხალხის ცდილობს ისევ ჩვენ გადმოგვაბრალონ, ეს მოღალატეები პირდაპირი მნიშვნელობით, ცდილობენ მოღალატედ მონათლონ ქალბატონი სალომე.

 

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მმართველი გუნდის წევრების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები