ივანიშვილი: ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ქალბატონი სალომე სიმბოლოა ჩვენი ისტორიის

ქალბატონი სალომე, ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი. ჩემთვის არის ეს ქალბატონი სიმბოლო ჩვენი უახლესი ისტორიის, პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი, ქალბატონი, ჩვენს დიდ და ხანგრძლივ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურება, რომ ჩვენ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა. ამ მხრივ ჩვენს დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს დროს ვიხილავთ.

და ჩვენ ამით ჩვენს ისტორიას შორეულს შევეხმიანებით, უახლოეს ისტორიას, პირველ ემიგრაციას და იმ ისტორიასაც დიდ პატივსაც მივაგებთ და თვითონ ქალბატონი სალომეს მოღვაწეობას დავაფასებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში.

მოგიწოდებთ ყველას, კიდევ ერთჯერ მაქსიმალური მობილიზაცია, თითოეულმა თქვენთაგანმა მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენ ჩვენს პატივცემულ ქალბატონს სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე. რა თქმა უნდა, ლომის წვლილი მის გამარჯვებაში იქნება მისი ისტორია, მისი მოღვაწეობა და ჩვენი დახმარებით და თანადგომითაც, ეს აუცილებლად მოხერხდება და გაფორმდება

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის, თუმცა, მას მხარს მმართველი გუნდი უჭერს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები