არჩევნები 2018

ივანიშვილი: ჩვენ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა

ქალბატონი სალომე, ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი. ჩემთვის არის ეს ქალბატონი სიმბოლო ჩვენი უახლესი ისტორიის, პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი, ქალბატონი, ჩვენს დიდ და ხანგრძლივ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურება, რომ ჩვენ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა. ამ მხრივ ჩვენს დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს დროს ვიხილავთ

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის, თუმცა, მას მხარს მმართველი გუნდი უჭერს.

კომენტარები