წულუკიანი: ამგვარი არასამთავრობო სექტორის განცხადება განხილვად არ ღირს

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩემთვის არ არის ავტორიტეტი მანამ, სანამ ისინი აკეთებენ ასეთ ზედაპირულ განცხადებებს და ისინი ამბობენ, რომ კრიმინალები მართავენ ხელისუფლებასო. ამგვარი არასამთავრობო სექტორის განცხადება მე ვთვლი, რომ განხილვად არ ღირს, იმიტომ, რომ არსებობს ფაქტები. გამოძიება ერთია, რას დაადგენს, მაგრამ არსებობს ფაქტები - 2016 წლის აპრილში ფარცხალაძე უკვე თითქმის სამი წელია, აღარ არის მთავარი პროკურორი. ჯერ მთავარი პროკურორი რომ იყო, მას ვინ უნდა შეეშინებინა და ახლა მთავარი პროკურორი რომ აღარ იყო, ვის უნდა ჰქონოდა მისი შიში, მით უმეტეს მამაკაცებს მისი რატომ უნდა შეშინებოდათ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ეს ჩემი პირადი აზრია.

და მეორე, ლევან ყიფიანი უკვე აღარ იყო მინისტრი, შესაბამისად, ეს ადამიანები, როგორც ერთერთ ჩანაწერში (თუ დავიჯერებთ რომ ეს მართლა ბატონი ლევანის სიტყვებია) ამბობს - კაცურობაში თუ კაცებს შორის ურთიერთობაში რაღაცეები ხდებაო, მე ძალიან არ მაინტერესებს, რა ხდება კაცებს შორის ურთიერთობაში, მთავარია, რომ ეს არ გაცდეს კანონს, მაგრამ მთავარი და ფაქტი ისაა, რასაც გამოძიება არ სჭირდება, რომ არც ფარცხალაძეა ამ დროს მთავარი პროკურორი და არც ლევან ყიფიანია მინისტრი. ამიტომ, ამ ორ კაცს შორის, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, დაარღვიეს ერთმანეთის უფლებები, გამოიყენეს სხვისი სახელი იმისთვის, რომ რაღაცა მიზნისთვის მოიეღწიათ, ეს არის კითხვები. მე არ გამოვრიცხავ [რომ სხვისი სახელი გამოიყენეს], ამიტომაც ვახსენე, ეს ყველაფერი არის კითხვა ჩემთვის და ამ კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველ არხთან ინტერვიუში NGO-ების განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, არაფორმალურმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი გამოიწვია.

კომენტარები