წულუკიანი ფარცხალაძეზე: პროკურორი რომ იყო, ჯერ მაშინ ვინ უნდა შეეშინებინა და მერე მითუმეტეს

გამოძიება ერთია, რას დაადგენს, მაგრამ არსებობს ფაქტები - 2016 წლის აპრილში ფარცხალაძე უკვე თითქმის სამი წელია, აღარ არის მთავარი პროკურორი. ჯერ მთავარი პროკურორი რომ იყო, მას ვინ უნდა შეეშინებინა და ახლა მთავარი პროკურორი რომ აღარ იყო, ვის უნდა ჰქონოდა მისი შიში, მით უმეტეს, მამაკაცებს მისი რატომ უნდა შეშინებოდათ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ეს ჩემი პირადი აზრია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველ არხთან ინტერვიუში ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სპორტის ექს მინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და მას ემუქრებოდა.

კომენტარები