წულუკიანი: სასაცილო და სახარხარო თემაა, რომ ივანიშვილს 4 მლნ გაუჭირდა

გამეცინა, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ალბათ არ არის საიდუმლო, რომ ფინანსურ გაჭირვებას არ უჩივის და ამ ქვეყნის კეთილდღეობაზე მილიონები აქვს დახარჯული უანგაროდ, ხომ? თურმე ამ ადამიანს გაუჭირდა 4 მლნ და ვიღაც ოქუაშვილს უთხრა, პარტია დამიფინანსეო, ეს არის სასაცილო და სახარხარო თემა ჩემთვის და ბევრისთვის და ობიექტურადაც

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველ არხთან ინტერვიუში, ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებზე, რომლის მიხედვითაც, მას ბიძინა ივანიშვილმა დახმარების სანაცვლოდ 4 მლნ მოსთხოვა და ახლადშექმნილი კომპანიის მეშვეობით, გადაარიცხვინა.

კომენტარები