რუსული ოკუპაცია

წულუკიანი აგვისტოს ომზე: ყველა კანდიდატს მოგიწოდებთ ფრთხილი განცხადებებისკენ

მე არ ვირიდებ თქვენს შეკითხვას, მაგრამ იმ პოზიციიდან, სადაც მე ვარ, ვგულისხმობ ჰააგასთან თანამშრომლობას, მინდა ყველას მოვუწოდო ფრთხილი განცხადებებისკენ, მოზომილი, აწონ-დაწონილი სიტყვებისკენ, რადგან ეს არ გახლავთ ნაცის, ქოცის ან "გუგავა მოვა"-ს რომ იძახის, იმ პარტიის საქმე, ეს არის ზოგად-ქართული და ეროვნული, სახელმწიფოებრივი საქმე. სამშობლო ერთნაირად სტკივა ყველას, რომელ პარტიასაც არ უნდა აძლევდეს ხმას, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი - ჩვენ ჩვენს მომავალ თაობებს, თუ ჩვენი სიცოცხლის დროს ვერ გაერთიანდა ჩვენი ქვეყანა, დავუტოვოთ მთავარი, ეს მთავარი არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, რომ საქართველო არის მთლიანი. ჩვენი მიზანია, დავუტოვოთ სასამართლო გადაწყვეტილებები, იქნება ეს სტრასბურგი თუ ჰააგა, სადაც ეწერება შავით თეთრზე, რომ საქართველო არის ერთი მთლიანი აფხაზეთით და ცხინვალის რეგიონით, ჩვენ თუ ეს ვერ დავტოვეთ, ჩათვალეთ, რომ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, მე ყველას მოვუწოდებ, არამხოლოდ ქალბატონ სალომეს, არამედ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს, სულ ერთია, დღეს რა ჰქვიათ დანაყოფებს, ყველა კანდიდატს, რომ ამ თემაზე როცა საუბრობენ, გამოიჩინონ სიფრთხილე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველი არხის ეთერში, კითხვაზე, რა ეტაპზეა ჰააგაში 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება და ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ხომ არ მოახდენს ნეგატიურ გავლენას საერთაშორისო სასამართლოებში აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების ძიებაზე.

კომენტარები