მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ოქუაშვილს ერთგულება უნდა დავუფასო, ის ასლანს ბოლომდე გვერდში ედგა

ოქუაშვილს მინდა დავუფასო ერთგულება. მაშინ, იმ პირობებში, როდესაც ასლან აბაშიძეს ყველა ჩამოსცილდა, რაც არ უნდა უცნაური იყოს ჩემგან ამის თქმა - ზაზა ოქუაშვილი ბოლომდე დაუდგა ასლან აბაშიძეს. მან ჩათვალა, რომ მასთან ჰქონდა რაღაც ვალდებულებები და არ განუდგა. მე არაფერი არც წილი ამიხევია ოქუაშვილისთვის და არც არასდროს მომითხოვია. მაშინ ამ საქმით ისარგებლა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში მაინც და მაინც დახვეწილი მეთოდებით არ გამოირჩეოდა და შემდეგ ბოლომდე აურია და თავზე ხელი აიღო. ამით [იბერიას დახურვით] ისარგებლა ასევე ქიბარ ხალვაშმა, რომელიც შემდეგ ივანიშვილმა გამოიყენა. ამ კუთხით ოქრუაშვილი ბევრად შორს წავიდა ვიდრე ეს იყო დასაშვები. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები