ბოკერია ომეგას საქმეზე: ეს საფრთხეა ყველასთვის, ასეთი ვითარება ერთ ადგილზე არ ჩერდება

ჩვენ ვიხილეთ ძალიან მკაფიო სურათი. გამოვყოფ ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ პრობლემას:

პირველი - კრიმინალური მეთოდებით მიმდინარე გარჩევები, მაფიოზური დაჯგუფებები, რომელსაც ყავთ შეიარაღებული ხალხი და შეუძლია, ძალა გამოიყენოს დაუსჯელად. თუ ჯერ ეს სერიოზული პრობლემა არ გაფართოებულა ისე, რომ ყოველდღე ვხედავდეთ ქუჩებში (მოტაცებებს და ა.შ), ეს ყველაფერი ნელნელა ხდება ხოლმე და მერე იხეთქებს. ეს არის დიდი საფრთხე საზოგადოებისთვის, ყველა ჩვენთაგანისთვის, არა მარტო იმისთვის, ვინც ბიზნესშია ან ამ ტიპის გარიგებებში იყო და მერე გადააგდეს. ყველასთვის არსებული საფრთხეა - ეს ვითარება არ ჩერდება ერთ ადგილას და ფართოვდება ხოლმე.

მეორე - ეს არის ვერტიკალური, ინსტიტუციონალური, სისტემური კორუფცია. ისეთი კორუფცია კი არა, რომ ვთქვათ, აღარ ებრძვიან ეფექტურად. არსებობს ვითარებები, სადაც კორუფცია არის ცხოვრების წესი - მათი, ვისაც აქვს ძალაუფლება. პირდაპირ დადასტურდა, რომ ეს არის სტრუქტურირებული, ინსტიტუციონალური, სისტემური კორუფცია.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გადაცემა "რეაქციაში" ეხმაურება ომეგა ჯგუფის ხმაურიან საქმეს და ფარულ ჩანაწერებს.

კომენტარები