ქობულია ომეგა ჯგუფზე: გადაიხადონ ის ვალები და მერე ვილაპარაკოთ მათ პრეტენზიებზე

ჩემი აზრით, ერთი ფაქტი არის, რომ კომპანიას აქვს ძალიან დიდი დავალიანება გადასახდელი. ეს არის ძალიან დიდი თანხა, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, ასევე კომერციული ბანკების მიმართ აქვთ უზარმაზარი ვალი. ასეთ შემთხვევაში მგონი, ცოტა უხერხულია, როცა ასეთი ბრალდებები გვესმის. ჩემი აზრით, ეს მიმართული უფრო იმისკენ, რომ თავიდან აირიდონ დავალიანების გადახდა. დავალიანების გადახდას თავიდან ვერავინ ვერ აირიდებს. ეს არის ეკონომიკისთვის მთავარი.

გადაიხადოს ის გადასახადები, გადაიხადოს ის ვალები და მერე ვილაპარაკოთ იმაზე, კიდევ რა პრეტენზიები აქვთ მათ მთავრობის მიმართ

ინტერპრესნიუსის ცნობით, ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია "ომეგა ჯგუფის" წარმომადგენლების ბრალდებებს და რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს, რომელიც სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებს. გარდა ამისა, ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი მას დახმარების სანაცვლოდ 4 მლნ მოსთხოვა და ახალშექმნილი კომპანიის მეშვეობით გადაარიცხვინა. ასევე, ზაზა ოქუაშვილის ინფორმაციით, ამ 4 მილიონთან დაკავშირებით, ივანიშვილის დავალებით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ექსმინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და დაემუქრა.

კომენტარები