ომეგა ჯგუფის და იბერიას საქმე

მათიკაშვილი ომეგას საქმეზე: ეს არის მართული ხასიათის პროცესი ენმ-ის მხრიდან

ამ ჩანაწერებმა უნიჭო დრამატურგიის ელემენტების ასოციაცია შემიქმნა. რეალურად შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ აშკარად ეტყობა ამ ყველაფერს, რომ ეს არის მართული ხასიათის პროცესი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. ისეთ ბრალდებებს უყენებენ "ქართულ ოცნებას," რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვეულებრივი, რიგითი ყოველდღიური საქმიანობა იყო, ამით ცდილობენ არჩევნების ამ ეტაპზე ერთგვარი დესტრუქციის შეტანას. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ რამდენადაც ვიცით, გამოძიება არის დაწყებული ამ ჩანაწერების საქმეებზე, რომელიც ასე პორცია-პორცია მიეწოდება საზოგადოებას და რა თქმა უნდა, პროკურატურამ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს

პატლამენტის უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი "ომეგა ჯგუფის" საქმეზე.

კომენტარები