ფონდ იავნანას საქმე

ბურჭულაძე: ჩემს ცოლს ბევრი ინფორმაცია აქვს სათქმელი, რაშიც ივანიშვილიც ფიგურირებს

გუშინ მობრძანდა პროკურატურის გამომძიებელი გიორგი ლომთაძე. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ მოსამართლის თანდასწრებითო და შეთანხმდნენ, რომ 8 რიცხვში მივიდოდნენ და დაკითხავდნენ. ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს სათქმელი, რაშიც სხვათა შორის ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი. ისინი თავს არიდებდნენ ამას. უნდათ შექმნან სურათი, თითქოს ვინმე გაიქცა ქვეყნიდან. ჩემი აზრით, გასაქცევად ბიძინა ივანიშვილი ემზადება. 2012 წელს მასაც ჰქონდა შეხვედრა ფონდ „იავნანას“ პარიზში წასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ იქ გადაუხვიეს თემას და სხვა თემაზე ჰქონდა საუბარი. ამასაც მოუყვება მათ. ძალიან საინტერესო დაკითხვა იქნება

პაატა ბურჭულაძე რუსთავი ორთან მისი ცოლის დაკითხვაზე დაბარების შესახებ საუბრობს.

კომენტარები