არჩევნები 2018

ნათელაშვილი: ზურაბიშვილის დაფინანსება შაჰ აბასისა და მურვან ყრუს დაფინასებაა

სალომე ზურაბიშვილის დაფინანსება არა მარტო სამშობლოს ღალატი, არა მარტო შავი ფულის გათეთრება, არა მარტო უზნეობა, არამედ იგივეა, რომ ერთდროულად დაეფინანსებინათ ჩვენს წინაპარ დიდვაჭრებს - შაჰ აბასი, მურვან ყრუ, ჯალალ ედ დინი, აღა-მაჰმად-ხანი, თამაზ შახი და რუსეთის იმპერატორი პავლე პირველი, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, ეს არის იმაზე უარესი, რადგან ისინი შემოვიდნენ და გავიდნენ, მართალია აგვაოხრეს, მაგრამ ამას უნდა, რომ საბოლოოდ გადასეროს ჩვენი საქართველო მინიმუმ, ამ ეტაპზე, სამ ნაწილად.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის კომენტარი ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის შეწირულობებთან დაკავშირებით.

კომენტარები