საპრეზიდენტო არჩევნები 2018

ზურაბიშვილი NGO-ებზე: გამოილაშქრნენ და ბრალს მდებენ რასიზმში და ქსენოფობიაში

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც სიტყვა არ დაძრეს ამ ბოლო... თითქმის ორი თვე გავიდა თუ თვენახევარი, ვეღარ ვითვლი დღეებს, ამ აგრესიის ლანძღვის, სიძულვილის ლექსიკის დასაგმობად სიტყვა არ უთქვამთ ამდენი ხანი, თუმცა ქალის მიმართ რომ იყო ეს სიტყვები გამოყენებული, რაც დღევანდელ მსოფლიოში პირიქით არის, რომ ქალების დასაცავად გამოდიან არასამთავრობოები უფრო და უფრო ძლიერად, აქა ეს არ ხდება და პირიქით ხდება, რომ ჩემს რაღაცა დამახინჯებულ და კონტექსტიდან გამოღებულ რაღაცა სიტყვების საფუძველზე და არანაირი მტკიცებულების საფუძველზე, გამოილაშქრნენ და ბრალს მდებენ თან პერსონალურად, თან სახელით და გვარით, რასიზმში და ქსენოფობიაში, რაც არის ძალიან დიდი ბრალდება, ეს ხუმრობა არ არის და რომ დამთავრდება არჩევნები და მე მგონი, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, საერთოდ არა მხოლოდ ჩემთვის, მე არა ვარ ერთადერთი მოქალაქე, რომელმაც გაიარა ეს მძიმე მდგომარეობა, უნდა ვიფიქროთ როგორ სამართლებრივად, კანონმდებლობის კუთხით გამოვასწოროთ ეს საზოგადოებრივი არათანასწორი სიტუაცია, არ შეიძლება, რომ ეს ასე გაგრძელდეს [სტილი დაცულია]

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს ამომრჩეველს რუსთაველის თეატრში შეხვდა, რა დროსაც მან მის მიმართ აგრესიაზე ისაუბრა.

კომენტარები