კობახიძე "ომეგას" საქმის ჩანაწერებზე: არაფერი არ ხდება

მე არ ვიცი რამდენად არის სწორი ამ კომიკურ ქეისზე პასუხების გაცემა. საზოგადოება თვითონ ხედავს, კიდევ ხდება რაღაცა ე.წ. ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, მუდმივად გვეუბნებიან, რომ ეს არის ყველაზე მძიმე ჩანაწერი, ყველაზე რთული ჩანაწერი, ამ დროს არაფერი არ ხდება. ეს არის საერთო სურათი. საზოგადოება თვითონ ხედავს თუ რამდენად კომიკურ სახეს იძენს ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ასეთ კითხვებზე, ბუნებრივია, ჩვენ სერიოზულ პასუხს ვერ გაგცემთ

ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვას "ომეგა ჯგუფისა" და "იბერიას" საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერებთან, ასევე, გამოძიებასთან დაკავშირებით.

კომენტარები