კობახიძე: ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის თანამონაწილე, ასეთები NGO-ებშიც არიან

სამოქალაქო სექტორის როლი და იდეა არის უმნიშვნელოვანესი მათ შორის ქართულ-ამერიკული, ქართულ - ევროპული და ზოგადად ქართულ დასავლური ურთიერთობების კონტექსტში. პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის, ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ ამ იდეას. ჩვენი შეშფოთების მიზეზი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო, ზიანდება თავად იდეა, არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორისაც არიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია რუსთავი ორის დირექტორის ნიკა გვარამიას პოსტს ეხმაურება, რომელიც მან სალომე ზურაბიშვილის დამფინანსებლების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. გვარამია ზურაბიშვილის შემომწირველების შესახებ პოსტში წერდა, რომ „ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან."
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები