კობახიძე: გრიგოლ ვაშაძემ შეიძლება მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს ამ არჩევნებში

ყველა პარტია ატარებს შიდა კვლევებს. ჩვენც გვაქვს ჩვენი შიდა კვლევები და ზუსტად ამ კვლევებზე დაყრდნობით განვაცხადე, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს, რაც არავისთვის არ არის სიურპრიზი ბუნებრივია. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მან შეიძლება მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს ამ არჩევნებში. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, რასაც ადასტურებს შიდა კვლევები. ჩვენ არც ერთხელ არ გვიკადრებია საზოგადოებისთვის ჩვენი შიდა კვლევების გარეთ გამოტანა, რაც გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ე.წ. "ედისონ რისერჩის" საშუალებით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმაურება "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევას, სადაც, ტელეკომპანიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები