კალაძე ომეგა ჯგუფზე: ადამიანების გამოკითხვის საფუძველს ვერ ვხედავ, ერთი დიდი უნიჭო აბსურდია

არანაირი სკანდალური ჩანაწერები არ მოუსმენია საზოგადოებას. თქვენ გაქვთ მცდელობა, ეს სკანდალად წარმოუდგინოთ საზოგადოებას, თუმცა ეს სკანდალი არ არის. გაურკვეველი ადამიანები საუბრობენ გაურკვეველ თემებზე. დამფუძნებლის მხრიდან რა ინტერვიუც მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ტელევიზიაში, იქაც ვერავინ ვერაფერი გაიგო; ქალბატონი კვესიტაძე და ბატონი გვარამია კი ცდილობდნენ, რომ რაღაც ინტერპრეტაცია მოეხდინათ იმ პიროვნების საუბრის, მაგრამ საზოგადოებამ მაინც ვერაფერი გაიგო. ამავდროულად გამოქვეყნდა ექსპერტიზის დასკვნები, რომ ჩანაწრები მიჭრილ-მოჭრილი და შეთითხნილია. ეს ვისი ხელწერაა, ძალიან კარგად ვიცით. ვერ გამოდიან იმ წარსულიდან და ისევ იმ ჭაობში არიან ჩარჩენილები.

მე საფუძველს ვერ ვხედავ ადამიანების გამოკითხვის ამასთან დაკავშირებით. ეს არის ერთი დიდი უნიჭო აბსურდი, რომელიც არ ვიცი, ვინ გააკეთა, ვისი თანამონაწილეობით დაიდგა, მაგრამ ცხადია, ავთენტურობა, ჩანაწერებთან დაკავშირებული კვლევები, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ და ასევე ლონდონში ერთ-ერთმა ცნობილმა საექსპერტო ბიურომ წარმოადგინა, ეს არის ამ ყველაფრის შედეგი

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერი კახა კალაძე ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებსა და რუსთავი ორის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, საქმესთან დაკავშირებით უნდა გამოიკითხოს თუ არა ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები