არჩევნები

სააკაშვილი: "ოცნება" ამბობს, ახლა მოვა ამუნია სააკაშვილი და ყველას დაგერევათ

ე.წ ქართული ოცნება ცდილობს, იმ პირობებში, როდესაც არაფერი აქვს სათქმელი ხალხისთვის, თუ რა გააკეთა კარგი, ისევ ძველი სიმღერა [იმღეროს] - ხალხის დაშინების, რომ ახლა მოვა სააკაშვილი, ამუნია, ყველას დაგერევათ, გაბოროტებული, გაბრაზებული, რევანშისტი და ა.შ.

მე და ჩემი ოჯახი ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ვართ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. ერთი რამე ვიცი, 2012-ში მე გადავეცი ხელისუფლება მშვიდობიანად, მე ვიცი, რომ ახლა ჩვენი ხალხი რომ მოვა ხელისუფლებაში, რაღაც პერიოდის მერე მათ ხალხი ისევ გადაირჩევს, ეს არის ნორმალური ციკლი დემოკრატიის და თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვინდა, ხელმეორედ გვდევნონ, ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკურ დევნას და შურისძიებას, არა ივანიშვილის და მისი ჯგუფის გამო, ჩვენი ქვეყნის გამო და ჩემი და ჩვენი მომავალი ინტერესების გათვალისწინებით

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

კომენტარები