მარიხუანას კულტივაცია

ჯაფარიძე: ენმ-ის პოლიტსაბჭოს ნახევართან ერთად არაერთხელ მომიწევია კანაფი

ენმ-ის პოლიტსაბჭოს ნახევართან ერთად მაქვს მოწეული, თან არაერთხელ. მათ შორის, იმათთანაც, ვინც დღეს ყველაზე აქტიურად ითხოვს "მომავალი თაობის გადარჩენას" კანაფისგან. იმ 2 წლის განმავლობაში, როცა მაგ პარტიაში ვიყავი, არაერთი პოლიტსაბჭოს წევრი გვთხოვდა მოსაწევს თითქმის რეგულარულად. რამდენიმე წევრი სახლში ზრდიდა და, სავარაუდოდ, დღესაც ზრდის კანაფს პირადი მოხმარებისთვის. ეგეთი ხალხია - ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის მზად არიან, საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან პედოფილის დაძახება აიტანონ, მერე ძმაკაცებთან ერთად მოწიონ და იბაზრონ კაცობაზე, ძმობაზე და გაგებაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე ეხმიანება. [გაერთიანების "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, კანაფის მომხმარებლები პედოფილებს შეადარა.]

კომენტარები