2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

უსუფაშვილი: ზურაბიშვილი არ არის მოღალატე, ის არის შეუფერებელი ამ საქმისთვის

ზურაბიშვილმა 1990 წლიდან 2003 წლამდე ვერ მოიცალა დამოუკიდებელი საქართველოს სამსახურისთვის, როდესაც სანთლით საძებარი იყო დიპლომატიც, სახელმწიფოს მცოდნეც და ა.შ. 2003 წელს ჩამობრძანდა ქალბატონი სალომე საქართველოში უცხო ქვეყნის ელჩად. გაიხსენეთ 2003 წელი. სულს ვღაფავდით აქ. ანუ, როცა მინისტრობას შესთავაზებ და პრეზიდენტობის საშუალება გაჩნდება, მაშინაა კარგი ეს ამბავი? სალომე ზურაბიშვილი არ არის მოღალატე,ის არის შეუფერებელი ამ საქმისთვის. კიდევ უარესია ვაშაძე. ის თავის თავს კი არ გვთავაზობს პრეზიდენტად, ის სააკაშვილის ჩამოყვანას აპირებს

"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი გადაცემაში "პირისპირ"

კომენტარები