არჩევნები 2018

უგულავა: განსხვავება ჩვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის დღეს ძალიან მკვეთრია

დღეს ნაციონალური მოძრაობა გახდა პარტია, რომელიც ერთდროულად ბაზრის შიგნით მოვაჭრის გვერდით დგება და ეუბნება - მე შენკენ ვარ გარემოვაჭრეების წინააღმდეგ და მეორე დღეს გარემოვაჭრეებთან დადგება და ეტყვის - მე შენკენ ვარ ბაზრის მოვაჭრეების წინააღმდეგ. ოღონდ ამას შერიგებისთვის კი არ გააკეთებს, პირიქით, მათ შორის კონფლიქტის გაღვივებისთვის. როგორ შეიძლება ორი დაპირისპირებული მხარისკენ იყო ერთდროულად?! ე.ი. შენ არ გაგაჩნია არანაირი პრინციპი, შენ არ ცნობ სიმართლეს, ეს არის კლასიკური პოპულიზმი. გავრცელებულია მსოფლიოში და ამ ნიშაზე წავიდა. ამიტომ, განსხვავება ჩვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის დღეს არის ძალიან მკვეთრი. დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა ირმა ინაშვილის, კორკოტას იდეებს უფრო ლამაზად ახმოვანებს, ფსკერისკენ წავიდნენ, რაც გამოიხატება პოპულიზმში. როცა პოპულისტურ ველში ხარ, შეგიძლია, ილაპარაკო ყველაფერი, დააბრალო ყველაფერი. ჩვენ ვართ მწყობრი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ყოფილ თანაგუნდელებზე ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები