არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: საქართველოსთვის ახალი დიდგორი იწყება, ჩვენ ბრძოლის წინაშე ვდგავართ

საქართველოსთვის იწყება ახალი დიდგორი. ჩვენ ამ ბრძოლის წინაშე ვდგავართ. ბევრი რამ გაკეთდა წინა წლებში, დღეს საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოში ჩვენმა ქვეყანამ თავისი ადგილი დაიბრუნოს. არ უნდა დავიჯეროთ, რომ რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი ჩვენი მოქალაქე საზღვარგარეთაა წასული, ის ვერ მოიპოვებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე. დიდგორი პირველ რიგში, რასაც ნიშნავს, ეს არის ჩვენში გაერთიანება, რომ აღარ იყოს ამ ქვეყანაში ისეთი დაპირისპირება, რომელიც დაფუძნებულია სიძულვილზე, რევანშზე. გაუთავებელმა დაპირისპირებამ ქვეყანა შეიძლება, გახლიჩოს.

პირველი არხის ცნობით, თეთრწყაროში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები