ფარული აუდიოჩანაწერები

წულუკიანი ჩანაწერებზე: გუშინაც კი მიმდინარეობდა დაკითხვები, გამოძიება გაგრძელდება

ეს ჩანაწერი როდის არის გაკეთებული, კონკრეტული დღე, საათი, ვის მიერ არის გაკეთებული, გამოტანილი - თუ ამგვარი ჩანაწერი საერთოდ გაკეთდა ციხის კედლებში, არის თუ არა ავთენტური და ასე შემდეგ. ამის თაობაზე, როგორც გუშინ პროკურატურამ, ვნახეთ, გაავრცელა განცხადება, სამი დღის წინ არის გამოძიება დაწყებული.

მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გუშინაც კი მიმდინარეობდა დაკითხვები, გამოძიება გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ პროკურატურა სრული გამჭვირვალობის პირობებში საზოგადოებას შეატყობინებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და მასში, ტელეკომპანიის ცნობით, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

კომენტარები