ფარული აუდიოჩანაწერები

სესიაშვილი აუდიოჩანაწერებზე: მე ნდობა ჯერ ვერ მექნება, სანამ გამოძიება არ დასრულდება

კითხვები არსებობს. ბუნებრივია, ყველას გაუჩნდა ეს კითხვები. იმდენად რამდენადაც ჩვენი ხელისუფლებისთვის მიუღებელია ის საუბარი და ის მეთოდოლოგია რაზეც იქ ხმა ისმის. ცხადია რომ ამ კითხვებზე პასუხი უნდ ამოვიღოთ, მაგრამ ვიმეორებ, რომ რამდენადაც ჩვენ შეგვაჩვია რუსთავი 2-მა საარჩევნოდ ამ ფაბრიკაციებს. მე ნდობა ჯერ ვერ მექნება სანამ გამოძიება არ დასრულდება.  

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილი რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და მასში, ტელეკომპანიის ცნობით, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

კომენტარები