ფარული აუდიოჩანაწერები

კობახიძე ჩანაწერებზე საუბრისას: სააკაშვილმა ტერიტორიების 20% რუსეთს ჩააბარა

სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელი ხართ, იმ პარტიის რომელმაც 10 ათას კაცს აჩუქებინა ქონება, იმ პარტიის რომელიც ციხეში აწამებდა და აუპატიურებდა ათასობით ადამიანს, აყაჩაღებდით ხალხს, აყალბებდით არჩევნებს, ამ უბედურებებს აკეთებდით და შეცდომა კი არ დაუშვა, ჩაიდინა დანაშაული და ღალატი ქვეყნის წინაშე. 20%, ტერიტორიების 20% ჩააბარეთ რუსეთის ფედერაციას თქვენი ღალატის გამო და 28 ოქტომბერს ჩაგაბარებთ კიდევ ერთხელ იქ სადაც საჭიროა საქართველოს მოსახლეობა და ქართული საზოგადოება. აი ბოლომდე გაგცემთ პასუხს მაგ ყველაფრისთვის, მაგ ღალატისთვის, დანაშაულისთვის, ათეულობით სოფლის დაკარგვისთვის, ათი ათასობით ადამიანის გამოდევნისთვის, ასეულობით ადამიანის დაღუპვისთვის. მაგ დანაშაულს ვერ ჩამოირეცხავ ვერასდროს და მიშა სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელი, ნაც. მოძრაობის წარმომადგენელი ხმას არ უნდა იღებდეს და კარგია რომ დარბაზს ტოვებთ, ეს არის კიდევ ერთი გაქცევა ბრძოლის ველიდან, კიდევ ერთი გაქცევა არის ბრძოლის და დისკუსიის ველიდან. თქვენ სალაპარაკო რომ არა გაქვთ, ამას ადასტურებთ ზუსტად ამ მაგიდიდან თქვენი გაქცევით. 

თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას კრიტიკის პასუხად. ბიუროს სხდომაზე 14 ოქტომბერს გავრცელებული ფარული ჩანაწერი განიხილეს, რომელშიც მირზა სუბელიანი ქართული ოცნების დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან საუბრობს. ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ მმართვე გუნდთან გარიგებული იყო. 

კომენტარები