არჩევები 2018

ზურაბიშვილი: მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული

​მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული ვიღაცებისთვის, ყველასთვის - არა. ძალიან ბევრია წასული ჩემსავით, თუნდაც აქედან, ყაზბეგიდან და სხვადასხვა ქვეყნებში არიან დღეს გადასულნი საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ სტუდენტებად და ჩვენი ქვეყნის მომავალი დიდწილად დამოკიდებული არის იმაზე, თუ იმათ როგორ დავიბრუნებთ, როდის დავაბრუნებთ, რამდენად ღირსეულად დავაბრუნებთ და ამ კუთხით მე ერთგვარი სიმბოლო ვარ ამ დაბრუნების, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში დაბრუნება. თუნდაც დღეს, როცა ჯერ არ არის ფეხზე ისე დამდგარი, როგორც ყველა ვისურვებდით, მაგრამ არის ის, რასაც ჩემები ისურვებდნენ თავიანთ დროს. დამოუკიდებელი არის, თავისუფალი არის და აქვს ყველა საშუალება, რომ თვითონ განვითარდეს ბოლომდე. ჯერ არ ვართ მიღწეული იმ დონეზე, რაც ყველას გვინდა. ჩვენ დავინახოთ საქართველო იმავე დონეზე, როგორც არიან ევროპის სხვა ქვეყნები, ესეც მოვა, მაგრამ ეს არის დიდწილად ჩვენზე დამოკიდებული, ყველა ჩვენგანზე და შეიძლება ცოტა მეტი მომავალ პრეზიდენტზე, რადგან მას ექნება მეტი პასუხისმგებლობა ამ კუთხით. 

თქვა პრეზიდენტობის მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში, ამომრჩეველთან შეხვედრისას, ინტერპრესნიუსის ცნობით. 

კომენტარები