არჩევნები 2018

კახიძე: მივცეთ სტიმული, წავიდნენ არჩევნებზე ნებისმიერის მხარდასაჭერად ზურაბიშვილის გარდა

არჩევანის ეთერში ვუსმინე ქ-ნ ირმა სოხაძეს, რომელიც იყო ქართული ოცნების გულწრფელი მხარდამჭერი.

იგი დღეს ძალიან იმედგაცრუებულია, აღარ უჭერს მხარს ქართულ ოცნებას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს - სალომე ზურაბიშვილს.

მას აგრეთვე არ მოსწონს ორპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრი და აქვს სურვილი, მხარი დაუჭიროს ე.წ. მესამე ძალას (სავარაუდოდ დავით უსუფაშვილს).

ჯერ მინდა ქ-ნ ირმას დავუდასტურო ჩემი პატივისცემა ამ პოზიციისთვის, რადგან ოცნების არაერთი მომხრისგან განსხვავებით, მას აქვს თავისი პრინციპები, რის გამოც მხარს აღარ უჭერს ხელისუფლებას და ითხოვს ცვლილებებს.

მერე მინდა განვმარტო, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც გამოცხადდება არჩევნებზე და ხმას მისცემს ნებისმიერ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილის გარდა, გაზრდის არჩევნებში მონაწილეთა რიცხვს, რითაც არ მისცემს საშუალებას ივანიშვილს, ადმინისტრაციული რესურსით და ფულით მოიგოს არჩევნები პირველივე ტურში.

აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ყველა ადეკვატურმა ოპონენტმა,

ა) ბულინგის ნაცვლად, პირიქით, შევაქოთ და წავახალისოთ ყველა ის ადამიანი, რომელიც ტოვებს ქართულ ოცნებას პრინციპული პოზიციების გამო;

ბ) აუცილებლად უნდა მივცეთ სტიმული მოქალაქეებს, წავიდნენ არჩევნებზე ნებისმიერი კანდიდატის მხარდასაჭერად სალომე ზურაბიშვილის გარდა.

P.S. მეორე ტურის წინ გავიაროთ შემდგომი გეგმები

დაწერა ევროპული საქართველოს წევრმა, ოთო კახიძემ ფეისბუქზე.

კომენტარები