ნარკოპოლიტიკა

მარგველაშვილი: საქართველო ვერ იქნება მარიხუანას მწარმოებელი, ეს არ არის მისი იმიჯი

არსებულ პოლიტიკურ დებატებში ჩემთვის, გაუგებარი იყო ის დებატები, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა ჩვენს საზოგადოებაში, ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების უფლების თაობაზე. მე ვარ ლოიალური ნარკომომხმარებლების მიმართ. ამ ფონზე სრულიად მიუღებელია ჩემთვის ნარკოტიკული საშუალებების წარმოების იდეა. 

თუ ჩვენ გავხდებით ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკონტროლებთ ეფექტურად ნარკოტიკების გავრცელებას და ბევრად უფრო მეტი ადამიანი სავარაუდოდ, გახდება ამ სენის მსხვერპლი. საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო, როგორც ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა ეს არ არის ის იმიჯი, რისთვისაც ჩვენ ვუყვარვართ, გვაფასებენ, რის გამოც მხარს გვიჭერენ და გვიცავენ. ეს არის ძალიან რთული იმიჯი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს რთული შედეგები. საქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანის, ვერც სხვა ნარკოტიკული ნივთიერების მწარმოებელი ქვეყანა, ეს იარლიყი არ შეიძლება მიეწეროს ჩვენს სამშობლოს

საქართველო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მარიხუანას წარმოებაზე.

კომენტარები