ფარული აუდიოჩანაწერები

ინაშვილი: ეს არის ვითარება, როდესაც "ჟუჩოკებზე" და ჩანაწერებზე დგას სახელმწიფო

დღეს ისეთი ვითარებაა, აღარავის არ მჯერა საკუთარი თავის გარდა, ამიტომაც მოვითხოვე შეხვედრა მირზა სუბელიანთან, რომ მისგან გავიგო უშუალოდ რაზეა საუბარი, თორემ, ბევრი კითხვაა ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებით. დაცული აღარავინ აღარ არის. დეპუტატი ხვდება პატიმარს და იწერება ეს ჩანაწერი. წარმოგიდგენიათ ქვეყანა რა მდგომარეობაშია? ეს არის ვითარება, როდესაც "ჟუჩოკებზე" და ჩანაწერებზე დგას სახელმწიფო და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, სახელმწიფოებრივად. იქ სადაც არის სიმართლე და ეს სიმართლე არ უნდა დაიკარგოს. მაგრამ თეატრალიზების ელემენტები არის ძალიან ბევრი და ეს უნდა გამოვრიცხოთ. 

"პატრიოტთა ალიანისი" ლიდერი ირმა ინაშვილი რუსთავი 2-სა და პროკურატურის მიერ გავცელებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და მასში მირზა სუბელიანი და ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე

კომენტარები