ფარული აუდიოჩანაწერები

კობახიძე: თუ ვინმე დაგვემუქრება, ყველას გავცემთ პასუხს ჩვენი სიმართლით

რაც შეეხება მუქარას, მუქარასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მუქარის არავის არ ეშინია, მუქარის ეშინია იმას, ვინც კანონს არღვევს. თუ ვინმე დაგვემუქრება, ჩვენ ყველას პასუხს გავცემთ ჩვენი სიმართლით. არც ერთი ადამიანის მუქარის არ გვეშინია, მათ შორის, არც მირზა სუბელიანის. ეშინოდა იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩაბარდა წარსულს, რატო ეშინოდა? იმიტომ, რომ ისინი ჩადიოდნენ დანაშაულს.

კომენტარები