სააკაშვილი: ჭორვილელი აფერისტი ივანიშვილი ცდილობს, ხალხს დაავიწყოს აღმშენებლობის წლები 

მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჭორვილელი აფერისტი ივანიშვილი, რომელმაც მოატყუა, გაძარცვა და გააუბედურა ქართველი ხალხი. ცდილობს დაავიწყოს ხალხს აღმშენებლობის ის წლები, რომელსაც მე ვხელმღვანელობდი, გადაფაროს სისულელეებით და ასევე დაავიწყოს თუ რამდენი მოატყუა, რამდენი გადააგდო. რამდენ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება. მაგრამ მისი აღსასრული ახლოვდება. 28-ში არის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც აგებს კატასტროფულად და ახლა ივანიშვილი იმყოფება უბრალოდ ჩოქბჯენში და ეს კაცი არის ნამდვილი ავადმყოფი და ავადმყოფი რომელიც არის ჩოქბჯენში და ქართველმა ხალხმა რა უნდა ქნას, მე მგონი ყველამ ყველაფერი კარგად იცის. ჩვენი გამარჯვება ძალიან ახლოსაა 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მათ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნეს და ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მისცეს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები