ზურაბიშვილი: საქართველოსთვის სვანეთი ძალიან ღირებულია, იგი ჩემთვის თავისუფლებაა

რას ნიშნავს სვანეთი ჩემთვის? პირველ რიგში, თავისუფლებას. ცოტა ხნის წინ ბატონმა თქვა: არც სხვისი სამართალი და არც უსამართლობა – ეს შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის მომავლის ლოზუნგი. მართლაც არ გვინდა, არც სხვისი სამართალი, ხელოვნურად თავს მოხვეული, არც უსამართლობა, რაც გამოვლილი გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს იგი. ეს არის, რითაც თქვენ მოდიხართ და ამით მთლიანად საქართველოსთვის სვანეთი ძალიან ღირებულია. სვანეთი არის ჩვენი გამაგრებული საზღვარი. სვანეთი და თქვენ ხართ დამოუკიდებლობის მაგალითი, დამოუკიდებლობა არა რაღაც სხვანაირად გაგებული, არამედ დამოუკიდებლობა როგორც თვითმყოფადობა, მაგრამ ერთ საზღვრებს შორის.

პირველი არხის ცნობით, მესტიაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები