არჩევნები 2018

ძიძიგური: მე ვიცი, როგორია ხმალამოღებული სალომე ზურაბიშვილი, სადაც ის არის, იმ მხარეს კლდეა

ქალბატონი სალომე არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. არასოდეს ის თავისი ქვეყნის, თვითმყოფადობის წინააღმდეგ არ წავა. პირიქით, იქნება ხმალამოღებული და მე ვიცი როგორია ხმალამოღებული სალომე ზურაბიშვილი. ეს ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა იცის აქ - ის არასოდეს პრინციპს არ ღალატობს და სადაც სალომეა, იქეთა მხარეს უნდა გეგულებოდეს, რომ კლდეა და დაცული ხარ ბოლომდე. ამიტომაც ეშინიათ ზოგ-ზოგიერთებს

ქართული ოცნების დეპუტატი ზვიად ძიძიგური ხობში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

კომენტარები