ინფლაცია

გვენეტაძე: როცა ამბობთ, რომ პროდუქტი გაძვირდა, არსებობს ისეთი პროდუქტიც, რომელიც გაიაფდა

როდესაც დაასახელებთ, რომ რომელიმე პროდუქტი გაძვირდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ამავე დროს არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომელიც გაიაფდა. აქედან გამომდინარე, ფასების დონე არის ინდექსი, რომელიც გამოითვლება კალათით. აქედან გამომდინარე, არ არის სწორი, რომ ერთი ან ორი პროდუქტის ფასის ცვლილების მაგალითზე ხდება დასკვნა, რომ ინფლაცია გაიზარდა. საქართველოში ინფლაცია არ არის მაღალი და ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია, ეს აკონტროლოს

ინტერპრესნიუსის ცნობით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურებასა და ინფლაციაზე.

კომენტარები