თეა წულუკიანი

წულუკიანი: არის მცდელობა ახლა უკვე ორად გაყოფილმა ენმ-მ შეიტანოს არეულობა

არის მცდელობა, რომ ახლა უკვე ორად გაყოფილმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპელი გნებავთ დაირქვას, მაგრამ მაინც ნაციონალურმა მოძრაობამ, ორი სხვადასხვა პარტიის სახით, შეიტანოს არეულობა, დესტაბილიზაცია მთელი ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს გეგმები სხვადასხვა ტიპის არსებობს, სურვილებიც არსებობს, მაგრამ მთავრი არის ის, რომ ამ ეტაპზე ვერაფერი მოახერხეს გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ემოციურად გააღიზიანეს, გამოიწვიეს დაძაბულობის გარკვეული ხარისხი საზოგადოებაში, მაგრამ მინდა გითხრათ, ვერავითარი დაძაბულობა იმაზე მეტი, რაც უკვე ტელეეკრანებიდან და მათივე განცხადებების წყალობით გამოიწვიეს, ვერ მოხდება

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ენმ-ის მხრიდან წინასაარჩევნოდ დაგეგმილ არეულობაზე ისაუბრა.

კომენტარები