პრეზიდენტობის კანდიდატი

ზურაბიშვილი: მე ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი

გუშინ საღამოს დავასრულე 63 რეგიონალური ცენტრის მიმოვლა, სადაც გამოვედი ყველგან ჩემი სიტყვით, ხედვებით და ეს იყო არაჩვეულებრივი მოგზაურობა საქართველოში. ბუნებრივია, რომ ეს სრულდება აქ, თბილისში და თბილისის 10 რაიონის შემოვლას ვიწყებ აქედან, ჩემს სახლში, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. მთაწმინდა ჩემთვის რჩება იმ განსაკუთრებულ ადგილად, საიდანაც მინდოდა თბილისში შეხვედრები დამეწყო. მე ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი. მთაწმინდა არის სიმბოლური, გული, ცენტრი და არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოსი. ეს არის ისტორიული უბანი, სადაც აქეთ ახლოს გამოცხადდა ის დამოუკიდებლობა, რომელიც დღემდე გვაერთიანებს. ეს არის ის დამოუკიდებლობა, რომელსაც მე დავიცავ. ეს მევალება კონსტიტუციით, მაგრამ რომც არ მევალებოდეს, ეს არის ჩემი შინაგანი ვალი იმ ხალხის მიმართ, ვინც აქამდე მოიტანა ქვეყნის დამოუკიდებლობა

ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, მთაწმინდის რაიონში ამომრჩეველთან შეხვედრისას თქვა.

კომენტარები