ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

გრიგოლია: "რეაქციის" გამო, ივანიშვილთან ინტერვიუს ვერ მოვახერხებ, TV1 გადაწყვეტს, ვინ წავა

გამარჯობა მეგობრებო. რადგან ამდენი ადამიანი მირეკავს და მეკითხება, მივდივარ თუ არა ხვალ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, ბარემ აქვე დავწერ, სიამოვნებით წავიდოდი, რადგან მგონია, რომ საინტერესო ბრიფინგი იქნება, მაგრამ ხვალ 20:00-ზე მეწყება გადაცემა "რეაქცია", რომელიც გრძელდება ზუსტად იმ დრომდე, როცა იწყება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ჟურნალისტებთან. ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, ამიტომ TV პირველი გადაწყვეტს, ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენგან ამ შეხვედრაში. მადლობა ყურადღებისთვის.

P.S - ჩავამატებ ბარემ, ნებისმიერ დროს სიამოვნებით ავიღებ ინტერვიუს მისგან

გადაცემა "რეაქციის" წამყვანი ინგრა გრიგოლია Facebook-ზე ეხმაურება "ქართული ოცნების" განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუზე იწვევს სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: TV იმედიდან (პირისპირ) - ირაკლი ჩიხლაძეს, R2-დან ("არჩევანი“) - გიორგი გაბუნიას და TV პირველიდან (რეაქცია) - ინგა გრიგოლიას.

კომენტარები