ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

გვარამია: მოწვევა ივანიშვილის საქმეა და არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე - ჩვენი

ბოდიში ბატონ ივანიშვილთან, ოღონდ მოწვევა მისი საქმეა და არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე - ჩვენი. ვინ ასწავლა ჟურნალისტების სახელდებით მიწვევა, სად ამოიკითხა ეს სიბრძნე? რ2 საკუთარ პოზიციას დღის ბოლომდე გაასაჯაროვებს

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე ეხმაურება "ქართული ოცნების" განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუზე იწვევს სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: TV იმედიდან (პირისპირ) - ირაკლი ჩიხლაძეს, R2-დან ("არჩევანი“) - გიორგი გაბუნიას და TV პირველიდან (რეაქცია) - ინგა გრიგოლიას. აღსანიშნავია, რომ გრიგოლიას თქმით, გადაცემის გამო "ფიზიკურად ვერ მოახერხებს" ინტერვიუზე მისვლას და TV1 გადაწყვეტს, ვის გაუშვებს შეხვედრაზე.

კომენტარები