არჩევნები 2018

კილაძე: ქალბატონმა სალომემ შეურყვნელად მოიტანა საკუთარი ენა, მამული და სარწმუნოება

ოჯახმა, რომელიც წავიდა ემიგრაციაში და ამ ოჯახის შვილმა, ქალბატონმა სალომემ, დაახლოებით 100 წლის შემდეგაც, შეურყვნელად მოიტანა საკუთარი ენა, მამული და სარწმუნოება. ეს არის ის, რაც ძვირფასია თითოეული თქვენგანისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, ყველაზე სათუთი, რაც გვაქვს ქართველებს - ჩვენი ენა, მამული, სარწმუნოება ამ ქალმა, თავისმა ოჯახმა მოიტანა დაახლოებით 100 წელი და დარწმუნებული ვარ, რომ თავის შვილებს და თავის მომავალს გადასცემს ამ ყველაფერს

რეგინფოს ცნობით, განაცხადა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ნაძალადევის რაიონში, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე.

კომენტარები