ომეგა ჯგუფის საქმე

ვაშაძე აუდიოჩანაწერზე: ჩვენს ქვეყანას მართავს "ქურდული ოცნება"

აღშფოთებული არის ხალხი იმ ფირების ყურებით რაც "რუსთავი 2"- ზე და სხვა ტელეარხებზე გადის. ეს არის აღმაშფოთებელი, ამაზრზენი და გულის ამრევი. ჩვენს ქვეყანას მართავს „ქურდული ოცნება“. კანონიერ ქურდებსაც რაღაც წესები აქვთ და ამათ წესებიც აღარ აქვთ არანაირი. ეს არც მაფია არის, ეს არის რაღაცა უკანონო შეიარაღებული ბანდფორმირება, რომელიც მორალის, კონსტიტუციის, კანონის და ჩვენი პოლიტიკური სისტემის იქით არის გასული ისე, რომ მათი მობრუნება შეუძლებელია

"ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ახალ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება

კომენტარები