ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ჯანგირაშვილი: ივანიშვილმა არ იცის, რომ დემოკრატიისთვის შეუსაბამოა ჟურნალისტი გამოძახებით

როცა სამ არხს შეტყობინების სახით უგზავნი, რომ ამა და ამ დროს შენ მათ იბარებ გადაცემაზე, პრესკონფერენციაც არ არის ხო? პრესკონფერენციაა თუ გადაცემა? და უთითებ, რომელი ჟურნალისტი გინდა მაინცდამაინც - ეს არის ჟურნალისტი გამოძახებით. ბატონმა ივანიშვილმა როგორც ჩან არ იცის, რომ დემოკრატიისთვის შეუთავსებელია ეგეთი გაგება, როგორიცაა ჟურნალისტი გამოძახებით.

ჩვენ გვითხრეს რომ მათ არჩიეს რეიტინგის მიხედვით არხები და შეარჩიეს სამი არხი. ანუ ის ინტერვიუს აძლევს არხს და არა ჟურნალისტს, მაშინ არხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს რომელ ჟურნალისტს გაუშვებს. 

საზოგადოებრივ მაუწყებელსაც კი მისცემდა ექსკლუზიურად ინტერვიუს მაგრამ მაკა ცინცაძესთან მის ინტერვიუს 3% თუ 4% ჰქონდა რეიტინგი როგორც მახსოვს და ეს ძალიან პატარა წვდომაა და არ აწყობს. ახლა გადაწყვიტა რომ თან მაქსიმალური წვდომა მიიღოს მოსახლეობაზე, იქით ვალი დაგადოთ თქვენ და ჩვენ დაგვაკნინოს დანარჩენები. ჩვენ საერთოდ ვის დავეკარგეთ?! აქ გათვლა ის არის, რომ ჩვენ ავტომატურად ავყვებით ფეხის ხმას, ახლა ყველა არხზე რომ, ივანიშვილის ლეგენდარული გადაცემა იქნება ჩვენც ხო ავტომატურად ჩავრთავთ. ასეთი ჟესტი, მოწყალება გაიღეს რომ ნება მოგვცეს ჩავრთოთ ეს გადაცემა

ასე აფასებს ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას ინტერვიუს შესახებ, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუზე იწვევს სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: TV იმედიდან (პირისპირ) - ირაკლი ჩიხლაძეს, R2-დან ("არჩევანი“) - გიორგი გაბუნიას და TV პირველიდან (რეაქცია) - ინგა გრიგოლიას. აღსანიშნავია, რომ გრიგოლიას თქმით, გადაცემის გამო "ფიზიკურად ვერ მოახერხებს" ინტერვიუზე მისვლას და TV1 გადაწყვეტს, ვის გაუშვებს შეხვედრაზე. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ინტერვიუზე ეკა კვესიტაძეს გაგზავნიან.

კომენტარები