პრეზიდენტობის კანდიდატი

ბაქრაძე: ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ არჩევნებზე თითოეული ადამიანი ირჩევს საკუთარ მომავალს

ყველა საზოგადოებას ჰყავს ის ხელისუფლება, რომლისთვისაც ის იბრძვის და რომელსაც ის ირჩევს. დღეს საქართველოში გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა. საქართველოში მოსახლეობას ძალიან უჭირს. მის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყანა წინ მიდის და ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ვერც რეფორმების გატარება, ვერც ეკონომიკური განვითარება, ვერც მათი ცხოვრების გაუმჯობესება ამიტომ გამოსავალი ამ ყველაფრიდან გახლავთ არჩევნები. საზოგადოებამ წარსულს უნდა ჩააბაროს არეულობა, ომი, რევოლუცია. გზა რომლითაც ვითარდება ევროპული საზოგადოებები გადის არჩევნებზე, გადის საარჩევნო ცვლილებებზე, ამიტომ თითოეულ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ამ არჩევნებზე ის ირჩევს არა პრეზიდენტს, არა დათო ბაქრაძეს, არა ნებისმიერ სხვა ადამიანს. თითოეული ადამიანი ირჩევს საკუთარ მომავალს. იმიტომ რომ არჩევნები ეს არის რეფერენდუმი ჩვენს მომავალზე. მოგვწონს თუ არა ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობთ დღეს და გვინდა თუ არა ხვალინდელი დღე იყოს განსხვავებული და უკეთესი. ამიტომ, ვინც თვლის რომ დღევანდელი დღე არა რის ის რაც მას უნდა და თვლის რომ ხვალინდელი დღე უნდა იყოს უკეთესი, აუცილებლად უნდა მოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს მის საკუთარ უკეთეს და საიმედო ხვალინდელ დღეს. ეს არჩევნები არ გახლავთ არჩევნები ცუდს და უარეს შორის. ეს არ არჩევნები სადაც გვაქვს ალტერნატივა ჭაობსა და არეულობას შორის. უძრაობას და შურისძიებას შორის. ეს გახლავთ არჩევნები, რომლითაც ჩვენ უნდა გავარღვიოთ მოჯადოებული წრე, წარსული დავტოვოთ წარსულში და ყველა წავიდეთ წინ მომავლისკენ. იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას და შვილებს სჭირდებათ მომავალი. მომავალი კი იწყება 28 ოქტომბერს. ასე რომ მოდით ყველა!

"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე, ტვ.პირველის ეთერში.

კომენტარები