არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: მაქვს მმართველი პარტიის მხარდაჭერა, მაგრამ მე არა ვარ მათი

ორივე არის. ჯერ ერთი, მე მაქვს უმრავლესობის და მმართველი პარტიის მხარდაჭერა, მაგრამ მე არა ვარ მათი. სერიოზულია [ეს მხარდაჭერა], მე კი არ ვამბობ, რომ არ არის სერიოზული, მე სრულიად ვაფასებ და ვამბობ კიდევაც, მაგრამ მე მაინც დავიწყე, როგორც დამოუკიდებელი, წარვადგინე ჩემი კანდიდატურა, როგორც სხვათაშორის, წარვადგინე 2013 წელს და შემდგომ, ყოველთვის ვიყავი დამოუკიდებელი და მე მგონი, ვიქნები მუდამ დამოუკიდებელი, მაგრამ მხარდაჭერილი. ეს არ მიშლის იმაში, რომ ვიყო გაერთიანების და გამაერთიანებელი პრეზიდენტი, იმიტომ, რომ ვარ არაპარტიული, ზეპარტიული და ყველგან, სადაც გამოვედი, ყველგან ვამბობდი და ეს არის ძალიან დიდი მოლოდინი საზოგადოების

ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რადიო თავისუფლების კითხვაზე, "ხელისუფლების მხარდაჭერა, სამომავლოდ ტვირთი იქნება თუ ხელშემწყობი".

კომენტარები